13 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
"ოკუპანტი აუცილებლად იგრძნობს ჩვენს ძალას, სამართლიანობის ძალას - ამ სიტყვის სრული გაგებით" - ვოლოდიმერ ზელენსკი

"ოკუპანტი აუცილებლად იგრძნობს ჩვენს ძალას. სამართლიანობის ძალას - ამ სიტყვის სრული გაგებით" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"გავმართე შტაბის მორიგი შეხვედრა, რომელიც ფრონტზე და უსაფრთხოების ვითარებაზე იყო ორიენტირებული. რუსეთის მიერ ზაპოროჟიაზე სასტიკ სარაკეტო თავდასხმას ჩვენგან სამხედრო და სამართლებრივი პასუხი მოჰყვება. ოკუპანტი აუცილებლად იგრძნობს ჩვენს ძალას. სამართლიანობის ძალას - ამ სიტყვის სრული გაგებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მაშველს, რომლებიც წინა ღამის შემდეგ ასუფთავებენ იმ სახლის ნანგრევებს, რომელიც რაკეტამ დაანგრია. მათ მოახერხეს 11 ადამიანის გადარჩენა, ხოლო 70-ზე მეტმა დახმარება მიიღო. დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებ,“ - ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი.

 

 

 

დღის ამბები