13 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
ინდონეზიაში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქში ნავთობის საწყობში მოხდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე სწრაფადვე გავრცელდა.

შემთხვევის ადგილიდან ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 260 მეხანძრე და 52 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. უცნობია თუ რამ გამოიწვია აფეთქება. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.


 

დღის ამბები