13 მაისი 2024,   06:11
ვრცლად
საჭიროა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, საუბარია პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ვლადიმერ პუტინს რომ დაეკისროს პასუხისმგებლობა - ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე საუბრობს და დამნაშავეებისადმი. რობერტა მეცოლა მათ შორის ვლადიმერ პუტინისადმი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც რობერტა მეცოლა ამბობს, ომის დანაშაულის გამოძიებას არა მხოლოდ უკრაინისთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ მსოფლიოსთვისაც. 

"როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ანგარიშვალდებულებაზე. ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. შევხვდებით გაეროს თანამშრომლებს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გვაქვს მექანიზმები, პირველ რიგში, მტკიცებულებების შეგროვების, შემდეგ კი მათი გამოძიებისთვის. საჭიროა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა. საუბარია პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ვლადიმერ პუტინზე, რომ დაეკისროს პასუხისმგებლობა. ამის გარეშე მშვიდობა არ გვექნება. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით ამის სამართლებრივი გადაწყვეტილების გზას - მაშინ არა მხოლოდ უკრაინაში განვიცდით წარუმატებლობას, არამედ მთელ მსოფლიოში,” - ამბობს რობერტა მეცოლა

დღის ამბები