03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ჩოხატაურში მეწყერის გამო შესაძლოა 4 ოჯახის ევაკუაცია მოხდეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში ჩამოწოლილი მეწყრის გამო შესაძლოა 4 ოჯახის ევაკუაცია მოხდეს - ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ჩხაიძე აცხადებს. ჩხეიძის თქმით, ოჯახების საცხოვრებელი სახლებიდან დროებით გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად მიიღეს.

მეწყერი სოფელში დილით ადრე ჩამოწვა. ხვალ 4 ნოემბერს ადგილზე ჩასვლას გეგმავენ გეოლოგები. ისინი საფრთხის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

სტიქია დასავლეთ საქართველოში. დიდთოვლობამ და მეწყერმა ყველაზე მეტად აჭარის მაღალმთიანეთი დააზარალა. 7 ათასამდე აბონენტი აჭარასა და გურიაში უშუქოდაა დარჩენილი. ზარალის დათვლა სტიქიის რეგიონებში უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები