17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
რატი მორჩილაძე: მეტი ადგილობრივი ინვესტორის ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარის კოორდინირებული ქმედება

„მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარის კოორდინირებული ქმედება მასიური საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გაჩნდეს  რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტორი,“- ამის შესახებ „ფორსაით ინვეტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერმა   რატი მორჩილაძემ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება გრძელვადიანი პროცესია და  საკანონმდებლო ჩარჩოსა და პროდუქტებს განვითარების პარალელურად , საჭიროა ამ პროდუქტების მომხმარებელთა ცნობიერების გაზრდა,  იმისათვის, რომ  ბაზარზე შექმნილ პროდუქტებს ჰყავდეს დაინტერესებული მომხმარებელი.

„საჭიროა ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ, როგორც ჩვენ, „ფორსაითში“ ვეძახით, საინვესტიციო კულტურა- ეს არის გრძელვადიანი ხედვა, საინვესტიციო მენტალიტეტი და ფრთხილი ცნობისმოყვარეობის გაღვივება ახალი საინვესტიციო პროდუქტების მიმართ. თუ ადგილობრივი ფიზიკური და იურიდიული პირები აქტიურად არ ჩაერთნენ კაპიტალის ბაზარზე,  ჩვენ ძლიერი კაპიტალის ბაზარი ვერ გვექნება.

ჩვენ გვჭირდება ბევრი, აქტიური ადგილობრივი ინვესტორი და  ამის მისაღწევად საჭიროა ჩვენ მოქალაქეებში გაჩნდეს, როგორც ზოგადად კაპიტალის ბაზრის, ასევე იმ ახალი სუბიექტების მიმართ ნდობა, რომლებიც ახალი საკანონმდებლო  ჩარჩოს ქვეშ უკვე მოქმედებენ ბაზარზე,“- აცხადებს რატი მორჩილაძე.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო მენეჯერს  მიაჩნია, რომ  ყველა დაინტერესებული მხარის სამოქმედო გეგმა  უნდა იყოს კოორდინირებული ქმედებით, ფინანსური გათვითცნობიერებისა და წიგნიერების, ასევე საინვესტიციო ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“  აქვს კანონით მინიჭებული უფლება დააფუძნოს და მართოს საინვესტიციო ფონდები, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი,  განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და მათვე დაუგენერიროს სარგებელი.

 კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

დღის ამბები