03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
მარნეულში მუსლიმებმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის თავის კვეთის დღე აღნიშნეს

წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობა მოეწყო.

მსვლელობის მონაწილეებმა დღეს 14 საუკუნის წინანდელი ისტორია გაიხსენეს. ათასობით მუსლიმმა სამგლოვიარო რიტუალი - ლოცვა და სინანულის ნიშნად საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, ყველა ისტროიული წესის დაცვით შეასრულა.

იმამ ალის სახელობის მეჩეთის შეიხმა ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ სოფელ მოხეში არსებული პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს და ადგილობრივ მუსლიმებს თავისუფალი ლოცვის უფლება. მან "კურიერს" განუცხადა, ადიგენში მცხოვრებ ქართველ მუსლიმებს აზერბაიჯანელმა მუსლიმებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ისეთ ტოლერანტულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მათ არ უნდა ქონდეთ დამაბრკოლებელი პირობები“, - აღნიშნა შეიხმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები