17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
რუსთაველზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია - მომიტინგეები სპეცრაზმის მისამართით პერიოდულად ისვრიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ისევ დაძაბულია. დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მისამართით პერიოდულად ისვრიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს. თავის მხრივ, სამართალდამცველები წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობენ ცეცხლის კერების ჩაქრობას. ამასთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

რუსთაველის გამზირზე ქაოტური სიტუაცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები სპეცრაზმთან ბარიკადების მოწყობას ცდილობს, რისთვისაც ნაგვის ურნებსა და საზოგადოებრივ, გრძელ სკამებს იყენებენ.

პარალელურად მიმდინარეობს დაკავებები. დაკავებულია არაერთი აქციის მონაწილე.

 

დღის ამბები