17 მაისი 2024,   14:38
ვრცლად
ონლაინ მაღაზია Extra - პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი

დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში ბევრი ონლაინ მაღაზიაა, თუმცა, ყველაზე სანდო, კომფორტული და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული extra.ge გახლავთ.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ ექსტრა?

იმიტომ რომ ონლაინ მაღაზია extra საკუთარ სივრცეში აერთიანებს 600 ზე მეტი ფიზიკური მაღაზიის 120 000-ზე მეტ პროდუქტს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი რამ, რაც დაგჭირდებათ.

დიახ, ნებისმიერი რამ წვრილმანი პროდუქტებიდან დაწყებული ავეჯით, საბურავებითა და ბაღის ინვენტარით დასრულებული.

პროდუქტები კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, თითოეული კატეგორია კი ქვეკატეგორიებში აერთიანებს სხვადასხვა ნივთებს, რათა მოსაძებნად უფრო მარტივი იყოს.

ექსტრაზე წარმოდგენილ ნივთებს თან ახლავს დეტალური აღწერა, რომ მომხმარებელმა შეძენამდე მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია მის შესახებ, მაგრამ თუ მაინც გაგიჩნდებათ კითხვები, ონლაინ კონსულტანტი დააკმაყოფილებს თქვენს ყველანაირ ინტერესს.

ექსტრა გთავაზობთ გადახდის სხვადასხვა საშუალებას, ნივთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან, ასევე გადარიცხვით, პლიუს ქულებით, განვადებით ან საქართველოს ბანკის ახალი პროექტით „ნაწილ- ნაწილ“, რაც გულისხმობს ნივთის ღირებულების რამდენიმე თვეზე გადანაწილებას ყოველგვარი დანამატის გარეშე.

განვადების შემთხვევაში, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეავსოთ საიტზე წარმოდგენილი აპლიკაცია  თქვენი პირადი მონაცემებით და მარტივად ისარგებლოთ საქართველოს ბანკის, თიბისის ბანკის, კრედოს, სფეისის, ტერაბანკის განვადებით.

მიწოდების უფასო სერვისი ის დამატებითი სარგებელია, რაც ექსტრაზე შოპინგს ახლავს თან. თბილისში შეძენიდან 1-2 სამუშაო დღეში, რეგიონებში კი 3-5 სამუშაო დღეში მიიღებთ შეკვეთას ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, რაც ამცირებს ტრანსპორტირებისა და ზედმეტი ხარჯის პრობლემას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისეთ მძიმე და დიდ ნივთებს იძენთ, როგორიცაა მაგალითად სარეცხის მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი და.ა.შ. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ექსტრას კურიერები უსაფრთხოების წესების ყოველგვარი დაცვით მოგიტანენ შენაძენს, სადაც გაგიხარდებათ.

რაც შეეხება კატეგორიებს, ტექნიკა მოიცავს ტელეფონებს, აქსესუარებს, კომპიუტერებს, ლეპტოპებსა და მათ აქსესუარებს, ასევე საოჯახო ტექნიკას რაც მოიაზრებს ყველაფერ იმას, რაც სახლში შეიძლება დაგჭირდეთ.

ბაღი და ეზო - ინვენტარს ამ სივრცეებისთვის, ხელის ინსტრუმენტებს, აუზებს, მცენარეებს

სათამაშოები - ყველაფერ იმას, რაც პატარებს გაახარებთ სხვადასხვა ასაკში - კონსტრუქტორები, სამაგიდო თამაშები, LEGO, ფაზლები და თავსატეხები.

სილამაზე და ჯანმრთელობა - თმის, ტანის, სახის, პირის ღრუს მოვლას როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

ბავშვთა სამყარო - ბავშვთა კვებას, საბავშვო ტექნიკას, ეტლებს, ინჰალატორებს, საკვების მოსამზადებელ პროცესორებს და.ა.შ.

გარდა ამისა, საიტზე წარმოდგენილია ის პროდუქცია, რისი შეძენაც მარკეტსა და აფთიაქებშია შესაძლებელი.

შეჯამების სახით, უნდა ითქვას, რომ თუ საშოპინგოდ ექსტრას აირჩევთ, არსად წასვლა არ დაგჭირდებათ, ისე მოიმარაგებთ ყველა საჭირო ნივთს იქნება ეს ყოველდღიური საჭიროებისთვის თუ სახლის მოსაწყობად.

 

 

(R)

 

დღის ამბები