09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
საფრანგეთში ებოლას შმთხვევა დაფისქირდა

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ იუნისეფის თანამშრომელს პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში ებოლაზე მკურნალობენ.

ის საშიში ვირუსით სიერა ლეონეში დაავადდა და საფრანგეთის დედაქალაქში სპეციალურად მოწყობილი თვითმფრინავით ჩაიყვანეს. პაციენტის ვინაობა და ეროვნება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ოფიციალურ პარიზს დახმარების თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმართა. იუნისეფის თანამშრომელი ამ დროისთვის ერთადერთი ინფიცირებულია, რომელსაც საფრანგეთში მკურნალობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები