13 მაისი 2024,   05:33
ვრცლად
ისრაელში, მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ასობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა

ისრაელის ქალაქებში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე 10 კვირაა, მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შაბათს აქციაში, ჯამში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. რეკორდული რაოდენობის დემონსტრანტი გამოვიდა ქალაქ ჰაიფას ქუჩებში. სხვადასხვა შეფასებით, 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში თელ ავივში.

დღის ამბები