12 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
საფრანგეთში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა- დაკავებულია 12 ადამიანი

საფრანგეთში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ფეიერვერკი და სხვა საგნები ესროლეს, დაწვეს ნაგვის ურნები და გზებზე ბარიკადების აღმართვა სცადეს.

პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და 12 ადამიანი დააკავა. 

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეა იმართება. საზოგადოება ემანუელ მაკრონის ინიციატივას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დღის ამბები