17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
პერუს თავს ციკლონი "იაკუ" დაატყდა, დაღუპულია 6 ადამიანი

პერუს თავს ციკლონი "იაკუ" დაატყდა, დაღუპულია 6 ადამიანი. ძლიერმა ნალექმა მდინარეების ადიდება და რამდენიმე ქალაქში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

დაიტბორა ქუჩები და სახლები. არიან დაკარგულებიც. ასობით ოჯახს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ხელისუფლებამ ქვეყნის შვიდ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ციკლონი პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადაინაცვლებს.

დღის ამბები