12 მაისი 2024,   14:37
ვრცლად
"ყველაფერი ყველგან ერთდროულად" - ოსკარის წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულია

11-დან შვიდი ოსკარი, ამერიკული კინოაკადემიის რიგით 95-ე დაჯილდოვებაზე -  ყველაზე მეტი ჯილდო ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" მიიღო. ოსკარის ნომინაციის აღმოჩენად და სენსაციად იქცა ამავე ფილმში მონაწილე მალაიზიელი მსახიობი მიშელ იო, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა და ამავე ნომინაციაში წარდგენილ ქეით ბლანშეტს აჯობა. 60 წლის მსახიობი ოსკარების არსებობის ისტორიაში პირველი აზიელი ქალია ვინც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე კი პირველობა არავის დაუთმო ბრენდან ფრეიზერმა, რომლისთვისაც კარიერაში ეს პირველი ოსკარია. კინოაკადემიის ჯილდო გადაეცა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "ნავალნის" . ოსკარი ორგანიზატორებმა მის ცოლს იულიას მისცეს, რომელმაც მაყურებელს მოგვიანებით სიტყვითაც მიმართა. რიგით 95-ე ოსკარების დაჯილდოება კიდევ ერთი დეტალით იყო გამორჩეული, წითელის ნაცვლად ვარსკვლავებმა შამპანურის ფერ ხალიჩაზე ჩაიარეს.

გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მიიღეს და თქვეს, რომ ფერი - მზის ჩასვლასთან ასოცირდება. ეს კი დღის ის მონაკვეთია, რა დროსაც კინოს ვარსკვლავები ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე იკრიბებიან.

ფერად ხალიჩაზე კამერების წინ, კინოს ვარსკვლავები პოზირებდნენ - ქეით ბლანშეტის ჩაცმულობა საუკეთესოდ დასახელდა. მსახიობს ლუი ვიტონის კაბა ეცვა. კარა დელევინის გამოჩენა ხალიჩაზე კრიტიკოსებისთვის მთავარ მომენტად იქცა. ახლა უცხოური მედია ყველაზე მეტს დელევინის წითელი კაბაზე წერს, რომელიც ელისააბს ეკუთვნის.

ამერიკის კინოაკადემიის 95 დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, ტრადიციულად დოლბის თეატრში გაიმართა. კინოინდუსტრიაში მთავარი ჯილდოს მფლობელები 23 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ოსკარის დაჯილდოვებას - ტელეწამყვანი და კომიკოსი ჯიმი კიმელი გაუძღვა.

დღის ამბები