12 მაისი 2024,   18:05
ვრცლად
გაეროს საგამოძიებო კომისიამ დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში მრავალი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის ბავშვების გატაცება, წამება, მკვლელობა

უკრაინაში ომის 387 დღეა. რუსული ძალების მიერ დონეცკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე.

ოკუპანტები დრონებით თავს დაესხნენ ხერსონის სამედიცინო დაწესებულებას . დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებებიც.

გაეროს საგამოძიებო კომისიამ დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში მრავალი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის ბავშვების გატაცება,წამება, გაუპატიურება და მკვლელობა. ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, ავსტრიაც შეუერთდა.

დღის ამბები