13 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
ბელგია უკრაინას სამხედრო სატვირთო ავტომობილებს გადასცემს

ბელგია უკრაინას Volvo-ს 240 სამხედრო სატვირთო ავტომობილს გაუგზავნის. პირველი მანქანები მომავალ კვირას გაიგზავნება.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის არმიაში Volvo-ს 400 სატვირთო მანქანაა და მათი უმეტესობა უკრაინას გადაეცემა.

სატვირთო მანქანების უკრაინაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, უკრაინულ მხარესთან გაიმართა კონსულტაციები გაიმართა.

„ამ საკითხზე მიმდინარეობს მჭიდრო კონსულტაციები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში. უკრაინელებს არაფერი არ მიეწოდებათ ისეთი, რასაც თავად არ ითხოვენ. მათი ქვედანაყოფები ელოდებიან ამ სატვირთო მანქანებს, რადგან ომის დროს ლოგისტიკა იარაღზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წყარომ გამოცემა De Standaard-თან საუბარში.

დღის ამბები