17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
წიგნის სახლში ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა წიგნის სახლში. წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები, ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და მოქსოვილი ჩანთები.

გამოფენის ორგანიზატორი "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელია" რომლის მიზანი, ნარკომომხმარებელ ქალთა დასახმარებლად, ამ საკითხებზე ღიად საუბარი, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და პრობლემის მოგვარების პროცესში ფსიქოლოგების, ნარკოლოგების, არასამთავრობო და სათემი ორგანიზაციების ჩართვაა.

დღის ამბები