17 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
"ეპილეფსიანია და შეიძლება სადმე წაიქცა, არ ვიცი" - ბოლნისში მეორე დღეა მაშველები და პოლიცია დაკარგულ ბიჭს ეძებენ

ბოლნისში სამძებრო სამაშველო ოპერაცია უკვე მეორე დღეა გრძელდება. მაშველები და პოლიცია დაკარგულ ბიჭს ეძებენ. 9 წლის ბავშვი სახლიდან გუშინ დილის 11 საათზე გავიდა და მას მერე არ არავის უნახავს.

სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკარგული ბავშვის პოვნას ძირითადად მდინარესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობენ - იქ, სადაც ის ბოლოს შენიშნეს. დაკარგულის მშობლები გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ.

ბავშვის დედას უჭირს ვერსიებზე საუბარი, სად შეიძლება წასულიყო 9 წლის ბავშვი. მისი თქმით, მოზარდს ეპილეფსია აქვს, რაც შეიძლება მისი პოვნას ართულებდეს. ოჯახი ამბობს, რომ მოზარდი ხშირად ჩადიოდა მდინარესთან და იქ თამაშობდა.

"ამ კორპუსის გარდა არსად არ წასულა. ბოლოს ვნახე დილის 11 საათზე, სახლის უკან თამაშობდა. მდინარესთან თამაშობდა, მაგრამ მერე სად წავიდა აღარ ვიცი. იცის ცურვა, მაგრამ ახლა ეს პერიოდი, სიცივეები რაც არის, წყალში არ შესულა. არსად არ არის, რა ვიფიქრო არ ვიცი. ვფიქრობდი ვინმემ წაიყვანა, გაიტაცა. ეპილეფსიანია და შეიძლება სადმე წაიქცა, ან არ ვიცი..." - ამბობს დაკარგული ბავშვის დედა, თამარ ტყემალაძე.

დღის ამბები