09 ოქტომბერი 2024,   00:50
ვრცლად
როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს, კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"დედა რომ ხარ, ძმა რომ ხარ, შვილი რომ ხარ, როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. უბრალოდ კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანება ვერ გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. 

"კეთილი ინებონ და თავი დაანებონ თვითდაზიანების მცდელობებს როგორც სააკაშვილმა, ასევე მისმა ოჯახის წევრებმა. ასეთ შემთხვევაში არაფერი პრობლემა აღარ იქნება. პრობლემას ქმნის ის, რომ ის არის თვითდაზიანების რეჟიმში და აქედან გამომდინარე იკლებს ან არ იმატებს წონაში. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო ქმედება და ამის წახალისება სამწუხაროდ ხდება გარედან. წონაში კლებიდან გამომდინარე შემდეგ  ვიღაცები ითხოვენ მის გათავისუფლებას, ეს არის სამარცხვინო მოვლენა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ ვუპასუხებთ ვერც მისი გათავისუფლებით, ვერც გადაყვანით და ა.შ. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

დღის ამბები