03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
ისნის რაიონში მთავარი ქუჩის სახელის შეცვლამ აზრთა სხვადსხვაობა გამოიწვია

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თავად ისნის რაიონის მოსახლეობაში ერთ-ერთი მთავარი ქუჩისთვის სახელის შეცვლამ.

რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით კი, რომელიც ამ ცვლილების ინიციატორი იყო, სწორედ ადგილობრივების ხელმოწერების საფუძველზე დააყენა საკრებულოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის შეცვლის საკითხი.

ცვლილებას, რომელიც თვითმმართველობის ორგანომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, საკრებულოს უმცირესობა და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატიც აპროტესტებს.

ისინი ხმების გაყალბებაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ სხდომას არ ესწრებოდნენ, მაგრამ მხარდამჭერთა შორის აღმოჩდნენ. ალეკო ელისაშვილის უარის მიუხედავად, მისი გვარი მოხვდა მხარდამჭერთა სიაში, ისევე, როგორც დავით ზურაბიშვილის გვარი,რომელიც სხდომას არ ესწრებოდა. ისინი მომდევნო სხდომაზე ამ საკითხის განხილვას გეგმავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები