03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
ბელორუსი-ლიტვის საზღვარზე 17 ქართველი დააკავეს

ბელორუს-ლიტვის საზღვარზე 17 ქართველი მიგრანტი დააკავეს.  ქართველები ლიტვაში უკანონოდ გადასვლას გეგმავდნენ.

არალეგალების ერთი ჯგუფი შალჩინინსკის რაიონში დააკავეს, რომლებიც მესაზღვრეებმა გზაზე იპოვეს. დაკავებულებს შორის სამი მამაკაცი, 4 ქალი და 5 არასრულწლოვანია . დაკავებულებს შორის არც ერთს  "შენგენის" ვიზა არ ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით ქართველებმა საზღვარი გადაკვეთა მდინარე დიტვის გავლით შეძლეს.

კიდევ ხუთი ქართველი ვილნიუსის რაიონში დააკავეს. ისინი სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. "შენგენის" ვიზა არც მათ გააჩნდათ.

17 ქართველი მიგრანტის დაკავების შესახებ გამოცემა "დელფი" იუწყება.

მიმდინარე წელს ლიტველმა მესაზღვრეებმა საქართველოს სულ 131 მოქალაქე დააკავეს. 

დღის ამბები