20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ხმაური იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში - სამლოცველოში ერთმანეთს პოლიცია და ათობით პალესტინელი მორწმუნე დაუპირისპირდა

ხმაური იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში - სამლოცველოში ერთმანეთს პოლიცია და ათობით პალესტინელი მორწმუნე დაუპირისპირდა. სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდნენ მეჩეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ მას შემდეგ, რაც ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული ნიღბიანი "აგიტატორები" სამლოცველოში ჩაიკეტნენ.

მეჩეთში შესულ პოლიციას პალესტინელებმა ქვები და ფეიერვერკები დაუშინეს. არიან დაშავებულები ორივე მხრიდან. მეჩეთში მომხდარს ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლით უპასუხეს. 

დღის ამბები