20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ბრაზილიაში ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი საბავშო ბაღში შეიჭრა

ბრაზილიაში, ქალაქ ბლუმენაუში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვია მოკლული და კიდევ 4 დაშავებულია. ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაღში ნაჯახით შეიარაღებული 25 წლის მამაკაცი, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე შეიჭრა.

როგორც პოლიციამ მედიას განუცხადა, თავდამსხმელი დაკავებულია, ის პოლიციას თვითონ ჩაბარდა.

სანტა-კატარინას შტატის გუბერნატორმა, მომხდარის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

დღის ამბები