20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
აშშ-ში დემოკრატი სენატორები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იმპიჩმენტს ითხოვენ

დემოკრატი სენატორები ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, კლარენს თომასის იმპიჩმენტს ითხოვენ. გამოცემა "გარდიანის" ინფორმაციით, მოსამართლის ძვირადღირებულ მოგზაურობებს წლების განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის მსხვილი დონორი და უძრავი ქონების მაგნატი ჰარლან ქროუ აფინანსებდა, ხოლო მოსამართლის დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

თავად მოსამართლე აცხადებს, რომ არ იცოდა თუ პირადი მეგობრების მასპინძლობის შესახებ ინფორმაციის დეკლარირება იყო საჭირო. გამოცემის ინფორმაციითვე მოსამართლე დიდი ხანია ქროუსგან დაფინანსებულ მოგზაურობებს იღებს, მათ შორის, კერძო თვითმფრინავებითა და იახტებით ის ხშირად რჩება სხვადასხვა კურორტებზე.

რესპუბლიკური პარტიის დონორი, რომელიც მოსამართლის ძვირადღირებულ მოგზაურობებს აფინანსებდა, ამტკიცებს, რომ მისი მიზანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა არ ყოფილა.

დღის ამბები