20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ კორეის ზღვის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ კორეის ზღვის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით რაკეტა ისროლა - ინფორმაციას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსი ავრცელებს. იაპონიის სანაპირო დაცვამ ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

გაშვება მოხდა 2 დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მმართველმა კიმ ჩენ ინმა მოუწოდა ქვეყნის ომის შეჩერების შესაძლებლობის გაძლირებას "უფრო პრაქტიკული და შეტევითი" გზით, რათა შეეწინააღმდეგონ იმას, რასაც ის შეერთებული შტატების აგრესიულ ნაბიჯებს უწოდებს.

ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების სერია გააკრიტიკა, და აღიქვა როგორც დაძაბულობის ესკალაცია.

დღის ამბები