03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ახალგაზრდა, რომელმაც თავის დაწვა სცადა თბილისში გადმოიყვანეს

ბექა პერტაია, რომელმაც გუშინ ზუგდიდის პროკურატურსთან თავის დაწვა სცადა, ჯანმართელობის მდგოამრეობის გაუარესების გამო თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, 19  წლის ახალგაზრდას მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და ფილტვები.

მიუხედავად ამისა, ის შიმშილობის გაგრძელებას მაინც აპირებს. სხეულზე ცეცხლის წაკიდებით პერტაიამ მამის პატიმრობა გააპროტესტა. თვითმკვლელობა ქუთაისის ციხეში ორი დღის წინ ბექა პერტაიას მამამ მსჯავრდებულმა რუსლან პერტაიამაც სცადა.

შეგახსენებთ, რომ რუსლან პერტაიას თხილის ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები