20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ნიუ-იორკში პარკინგის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში პარკინგის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5.
შემთხვევა მანჰეტენის ქვედა ფინანსურ უბანში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, უკვე დასტურდება, რომ ნგრევა შენობის სტრუქტურულმა პრობლემებმა გამოიწვია.

მომხდარის გამო მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა მხოლოდ რობოტული მოწყობილობების გამოყენების შემდეგ შეძლეს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არამდგრადობის გამო შენობას მანამდე ათობით ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი. 



 

დღის ამბები