09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ბრიტანეთის ავიაციის იერიშები გრძელდება

ბრიტანეთის ავიაციამ ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე მორიგი იერიში განახორციელა.

ამჯერად ბაღდადის ჩრდილო–დასავლეთით ტერორისტების კუთვნილი ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ერაყის მთავრობა ქურთების ავტონომიური რეგიონის იარაღით მომარაგებას აპირებს.

ერაყის გარდა ტერორისტების წინააღმედგ ავიაიერიშები განხორციელდა სირიაშიც, ქალაქ კობანის მახლობლად.

პარალელურად, ეგვიპტის ტერიტორიაზე არსებულმა ერთ–ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისლამურ სახელმწიფოს სოლიდარობა გამოუცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები