20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტიდან 15 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტიდან 15 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტორონტოს აეროპორტში, რომელსაც ონტარიოს პროვინციაში მოპოვებული ოქროს გადასაზიდად იყენებენ, სავსე კონტეინერი საღამოს მიიტანეს, მოგვიანებით კი, ტვირთის შესანახ ობიექტზე გადაიტანეს, სადაც, სამართალდამცველების ვარაუდით, ძარცვა მოხდა.

დაკარგულ კონტეინერში, ოქროს გარდა, სხვა ღირებული პროდუქტიც იყო. რეგიონული პოლიციის განცხადებით, შემთხვევის გამოსაძიებლად ყველა საჭირო ზომა მიღებულია.

დღის ამბები