03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანი სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ გადაუღებლად თოვს. ხულოს რაიონში თოვლის საფარის სიმაღლემ ზოგიერთ სოფელში ერთ მეტრს მიაღწია. რამდენიმე სოფელს კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია, თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. თოვლის საფარის გამო გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს, მოძრაობა მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებითაა შესაძლებელი.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ დაბას მიეწოდება. მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები სოფლების - სხალთისა და ღორჯომის მიმართულებით დაზიანების აღსადგენად. ბაუცაძის განცხადებით, ხაზები დღის ბოლომდე შეკეთდება.  

გამგებელი ასევე აცხადებს, რომ ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია, თუმცა სოფლების მიმართულებით სპეცტექნიკა მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში რაიონულ ცენტრამდე გზას გახსნის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები