09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ნატოს გენერალი რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს

ნატოს გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ევროპის საჰაერო სივრცეში რუსული მოიერიშეების გააქტიურება დაგმო. 

პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიდლავმა განაცხადა, რომ ევროპის საჰაერო სივრცე ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტიპის რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს. მისივე თქმით, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, პილოტებმა უფრო პროვოკაციული მარშრუტები აირჩიეს.

ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის შეფასებით, მოსკოვის მხრიდან მსგავსი ქმედებები სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს ვერ შეუწყობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები