03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების ღირებულება შემცირდა

ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დადგენილება საზოგადოებას ენერგეტიკის მინისტრმა გააცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ტარიფის შემცირების პარალელურად, ძალაში რჩება მომსახურების ღირებულების ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი, რომელიც 16 თვეზე ნაწილდება.

 მომხმარებელი შემცირებული ტარიფის გადახდას 16 თვის განმავლობაში შეძლებს.

„იმ მოსახლეობას, რომელსაც განაცხადი 1 ნოემბრამდე აქვს შეტანილი, ეძლევა საშუალება თავიდან, ხელახლა შეიტანოს განაცხადი, ისარგებლოს ამ რეფორმით და მიერთებაზე გადაიხადოს 400 ლარი,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

დღის ამბები