03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
კვლევის მიხედვით, ციხეებში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემური იყო

ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.

კვლევა 2006-2012 წლებში საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელებისა და შესაბამისი რეკომენდაციებს წარმოადგენს. ინტერვიუების სახით ათას 200 მსჯავრდებული გამოიკითხა.

ფონდის ხელმძღვანელის ქეთევან ხუციშვილის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ციხეებში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემური იყო და მას სხვადასხვა ფაქტორებმა შეუწყო ხელი - ციხეების გადატვირთვამ, ნულოვანმა ტოლერანტობამ, ციხის მართვის ძალადობრივი ფორმებმა ფორმებმა და სხვა. ქეთევან ხუციშვილის თქმით, დარღვევები დღესაც არის, თუმცა ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.

კვლევის შედეგებს აფასებს სახალხო დამცველიც და აცხადებს, რომ რეკომენდირებულია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც მსგავსი ფაქტების გამოძიებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე თქმით უნდა გაუმჯობესდეს მონიტორინგის მექანიზმები. 

დღის ამბები