03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ დეტალები კანონში აღარ ჩაიწერება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში მასწავლებელთა ოთხ კატეგორიად დაყოფის სქემა არ ჩაიწერება და განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სანიკიძის უწყებას დაეკისრება.

კანონპროექტზე რამდენიმე კვირიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რომ მასწავლებელთა სქემის შემუშავების პროცესს ახალი რგოლი, სახელმწიფო კომისია დაემატება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი აცხადებს, რომ სქემის დეტალების კანონპროექტში გაშლა საჭირო არ არის, ვინაიდან ის არის ჩარჩო, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მხოლოდ ძირითადი მიმართულებები. რაც შეეხება დეტალებს, ნატრიაშვილის თქმით ეს უკანასკნელი სქემაში უნდა გაიშალოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები