03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი დიპლომატებთან განიხილეს

დიპლომატებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების მონიტორინგის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დიპლომატიური კორპუსიდან განხილვაში რუმინეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ქართულ მხარესთან კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინეს. მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონის მუშაობის მონიტორინგის საჭიროებისა და დისკრიმინაციაზე მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში საგრძნობლად გაუმჯობესდა საქართველოს კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კანონმდებლობის დანერგვა ეფექტურად პრაქტიკაში. 

დღის ამბები