26 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
ერთი და ბერი ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ საზოგადოებას გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესი და მომავალი სამუშაოების გეგმა გააცნო . შეხვედრას დაესწრო პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქოს გეგმის განხორციელების პროცესში მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ერთი და ბერი ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას და თითქოს ისევ კვლავ გვაერთიანებს ჩვენი დიდი მეფე დავითი და გვახსენებს, თუ სად იქმნება და სად არის ქართველი ერის ადგილი. ჩვენი მთავრობის სახელით, გვსურს, საქართველოს ეკლესიას დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა ამ პროექტის განხორციელებაში და მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად უზრუნველვყო ამის განხორციელება,"- აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები