09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
ლონდონი საშობაოდ განათდა

საშობაო სამზადისი დაიწყო. ევროპაში პირველი ქალაქი, სადაც სადღესასწაულო სეზონი გაიხსნა, ლონდონი გახდა.

საშობაო განათებები და დეკორაციები ვესტფილდის სავაჭრო ცენტრში განათდა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო.

ორგანიზატორებმა ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რიტა ორა მიიწვიეს. პოპვარსკვლავმა შეკრებილებისთვის კონცერტი ჩაატარა, მათთან ერთად დაითვალა და საშობაო განათებებიც ჩართო.

დღის ამბები