21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო - წინადადების განხილვა ენმ-ის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა

91 ხმით ნულის წინააღმდეგ - პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. საუბარია პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესახებ, რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივაზე.

წინადადების განხილვა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კამათი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის იყო. საკანონმდებლო ცვლილების მთავარი კრიტიკოსები ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები არიან. მათი შეფასებით, მათი ყოფილი თანაგუნდელების ინტერესები საეჭვოდ ემთხვევა "ქართული ოცნების" შეხედულებებს.

"გულწრფელად გეუბნებით, რომ მიჭირს კითხვების დასმა - ემთხვევა თუ არ ემთხვევა დღეს თქვენი და "ქართული ოცნების" ინტერესები?!" - განაცხადა ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ხატია დეკანოიძის მისამართით.

ბრალდებები გაუგებარია ინიციატორებისთვის.

"რატომღაც ჩემი და ბატონი რომანის ინიციატივა მიაბეს იმ ადამიანების გადაწყვეტილებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, "კლანის" გაძლიერებაზე. იცით თუ არა იმ ინფორმაციის შესახებ, რომ თქვენი ფრაქციის წევრები ამ გარიგებას პოლიტიკურ ჯგუფს არ უკავშირებს. დაინტერესებულხართ თუ არა, პარტიაში გაქვთ დიდი ანტიკორუფციული მოძრაობა, გამოგიძიებიათ თუ არა, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი ამ ადამიანების მხრიდან. მე არ ველოდებოდი ასეთ თავდასხმას.

ძალიან უცნაურია, ადამიანები, რომლებიც მე მიცნობენ ფუფუნებაზე რომ საუბრობენ. მართლა გასაკვირია და ყველაფრის კადრება უბრალოდ წარმოუდგენელია. მე რომ მნდომოდა პოლიტიკური ჯგუფი ან რაიმე თანამდებობა, დამერწმუნეთ, რომ დღეს ამ პარტიის თავმჯდომარე ვიქნებოდი " - უპასუხა ხატია დეკანოიძემ ყოფილ თანაგუნდელებს.

 

 

დღის ამბები