26 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
მადათაფა - ტბა, რომლის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები სპეციალურად ჩამოდიან

ჯავახეთში, ნინოწმინდის მხარეს არის მადათაფა - ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2 108 მეტრზე მდებარეობს. ამ ტბის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები სპეციალურად ჩამოდიან.

მთავარი სანახაობა კი მადათაფას ტბაზე 100-ზე მეტი სახეობის ფრინველია. გაზაფხულზე, მაშინ, როცა ბუნება იღვიძებს და ტემპერატურა იმატებს, ტბაზე დიდი რაოდენობით წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები იყრიან თავს.

ულამაზესი და უნიკალური სახეობის ფრინველები აქ ისვენებენ, იკვებებიან და შემდეგ აგრძელებენ ფრენას. ამ პერიოდში კი მადათაფა ყველაზე ლამაზ ტბად იქცევა. 

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები