03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროსთან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია გაიმართა

ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით ზღვის უბნის დასახლებაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა  სამინისტროსთან აქცია გამართეს.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იმ შენობების გასხვისებას აპროტესტებს, რომლებშიც 10 წელზე მეტია, ცხოვრობენ.

ისინი აცხადებენ, რომ 4 კორპუსი, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ადგილობრივმა გამგეობამ 1 წლის წინ უკანონოდ გაასხვისა.

აქციის მონაწილეებს პარტია ”რეფორმატორებიც” შეუერთდნენ.

დღის ამბები