15 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ოლივერ ვარჰეი ევროპის საქმეთა მინისტრებს დღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ მომზადებულ ზეპირ დასკვნას გააცნობს

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ მომზადებულ ზეპირ დასკვნას გააცნობს დღეს სტოკჰოლმში ევროპის საქმეთა მინისტრებს ოლივერ ვარჰეი. ევროინტეგრაციის კუთხით შესრულებული რეკომენდაციების შესახებ ევროკომისარი არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრებს.

ანალოგიური დოკუმენტი გუშინ ევროკომისიამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებს წარმოუდგინა.

ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც წლის ბოლოს იქნება, ქართველ პოლიტიკოსებს განსხვავებული მოლოდინები აქვთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა, თუმცა იმედოვნებენ, რომ დასავლეთი საქართველოს შანსს მაინც მისცემს და ბრიუსელში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თავის მხრივ, პროცესის ხელისშემშლელად ოპოზიციას ასახელებს მმართველი გუნდი.

დღის ამბები