03 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
ესტონეთის პრეზიდენტმა ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის ამოცანაა კონსტიტუციის დაცვა.

20 ივნისს, ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტმა მიიღო.

თავდაპირველად კანონს ულტრანაციონალისტური პარტია EKRE ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

 

დღის ამბები