22 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
მუსლიმებმა, მზის ამოსვლისას, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს

მუსლიმებმა, მზის ამოსვლისას, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს. ყურბან ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და გადიან წინაპართა საფლავებზე.

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.

მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიულოცეს.

დღის ამბები