ჟენევაში დისკუსიების მორიგი რაუნდის მთავარი შეხვედრა დღეს იმართება. საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა წინამოსამზადებელი შეხვედრა უკვე გამართეს.
58-ე რაუნდზე თბილისი, მთავარ თემებად, ამჯერადაც, საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანასა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას დააყენებს. თავის მხრივ, რუსეთი კვლავ შეეცდება შეხვედრაზე წამოწიოს ე.წ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი, თუმცა თემაზე საქართველოს პოზიცია ცალსახაა - საქართველო ე.წ საზღვარს საოკუპაციო გამყოფ ხაზად მიიჩნევს.
ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე მუდმივად იზრდება და მას, ადრე თუ გვიან, მოუწევს ვალდებულებების შესრულება.