ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროც არის, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, ამას საკუთარით გავაკეთებთ - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ "ვაშინგტონ პოსტთან" ინტერვიუში განაცხადა.
ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე მოკავშირეების პირობების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვარს მიღმა ხშირი დარტყმებისთვის უკრაინული წარმოების იარაღს იყენებენ, რომლებსაც კიევი ოფიციალურად არასდროს არ აღიარებს.
მისივე თქმით საკუთარი ხალხის გადასარჩენად, ნებართვას ვინმეს არ უნდა ეკითხებოდნენ და არ უნდა ფიქრობდნენ, რომ არაფრის გაკეთების უფლება აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.