ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები მუშაობენ. მყვინთავები მეორე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ. ის მდინარეზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იყო, რა დროსაც სავარაუდოდ მდინარემ გაიტაცა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით შეწყდა, დილიდან კი ისევ განახლდა. ახალგაზრდა ზესტაფონის მკვიდრია.