15 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ამერიკაში მოქმედებს "რუსული კანონი", ეს არის FARA-ს კანონი და მადლობა ამ კანონს იმისთვის, რომ მან კიდევ ერთხელ გააშვიშვლა "ნაცმოძრაობის" სახე - ირაკლი კობახიძე

FARA-ს რაც შეეხება, პირდაპირ გამომჟღავნდა ის, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში, საქართველოს დასანქცირებაში, ეს არის უბრალოდ კატასტორფა,  - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ღალატის პარტიაა, ვინაიდან პარტიის წარმომადგენლები, საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში იხდიდნენ თანხას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ამერიკაში მოქმედი კანონით, რომელსაც საქართველოში "რუსული კანონი" უწოდეს, კიდევ ერთხელ დაინახა "ნაციონალური მოძრაობის"  ნამდვილი სახე.

"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ნაცმოძრაობა არის როგორც ომის, ასვეე ღალატრის პარტია, პირდაპირ მოღალატეები და აგენტები არიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს "რუსული კანონი", ეს არის ფარას კანონი და მადლობა ამ კანონს იმისთვის, რომ მან "ნაცმოძრაობის" სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა. ამერიკაში მოქმედი "რუსული კანონის" წყალობით გახდა ცნობილი ის, რომ "ნაცმოძრაობა" ფულს იხდიდა ქვეყნის გაშავებაში, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელებს "რუსული კანონისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები