15 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ყველა ერთად რომ დააჯგუფო, ალბათ, 1 პროცენტსაც ვერ აიღებენ - ირაკლი კობახიძე შესაძლო ახალ გაერთიანებაზე

შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეკა ბესელიამ დაადასტურა, მმართველ გუნდში სკეპტიკურად უყურებენ.

"1% მგონი არ არის რეალური. ყველა ერთად რომ დააჯგუფო ალბათ 1 პროცენტსაც ვერ აიღებენ. ალბათ მაქსიმუმი არის 1% და შესაბამისად სერიოზულად ვერ განვიხილავდი ასეთ დაჯგუფებას,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი გაცხადებით კი, საზოგადოების მხარდაჭერას ვერავინ ვერ მოიპოვებს, ვინც საქართველოს საწინააღმდეგო პროცესებში მონაწილეობას არ გაემიჯნება:

"ყოფილი წევრები იქნებიან "ოცნების" თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ იმ დღის წესრიგიდან ვერ გამოვიდნენ, რასაც ჰქვია საქართველოს საწინააღმდეგო პროცესებში მონაწილეობა, მათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ ექნებათ. ეს მოცემულობაა,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პარტიის შექმნა იგეგმება, რომელშიც შესაძლოა გაერთიანდნენ ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური. პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთ სავარაუდო წევრად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელდება, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება. ქართული ოცნება საკითხს სერიოზულად ვერ განიხილავს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ერთად 1%-ს ვერ აიღებს.

დღის ამბები