15 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
თუკი ის ადამიანები, ვინც "ქართული ოცნება" წინა პარლამენტში დატოვეს ახლა გაერთიანდებიან, ცუდი არ იქნება - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები შესაძლო ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუკი თავის დროზე "ქართული ოცნებიდან" წამოსული პირები ახლა გაერთიანდებიან, ცუდი არ იქნება.

"იმ ადამიანებმა, ვინც დატოვეს "ქართული ოცნება" წინა პარლამენტში, მიიღეს სწორი, ზნეობრივი და დროული გადაწყვეტილება. თუკი ისინი პოლიტიკურად კიდევ უფრო გაძლიერებას შეძლებენ და ერთმანეთთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა, არ იქნება ცუდი. თუკი ეს ჯგუფი გახარიასთან გაერთიანდება, მაშინ მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი სანდრო რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ არ გამორიცხავს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი სხვადასხვა ​პარტიასთან გაერთიანდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პარტიის შექმნა იგეგმება, რომელშიც შესაძლოა გაერთიანდნენ ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური. პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთ სავარაუდო წევრად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელდება, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება. დასახელებული პირების ნაწილი ინფორმაციას ადასტურებს, ნაწილი კი უარყოფს, ნაწილს კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არ სურს.

დღის ამბები