15 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
კიდევ ერთი მცდელობაა იმის, რომ დააბნიონ ამომრჩეველი, თითქოს არის რაღაც მესამე, მეოთხე თუ მეთხუთმეტე გზა, სინამდვილეში ოპოზიციაში არის ერთადერთი - "ნაციონალური მოძრაობის" გზა - პაპუაშვილი 

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრების შესაძლო ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ დააბნიონ ამომრჩეველი, "თითქოს არის რაღაც მესამე, მეოთხე თუ მეთხუთმეტე გზა".

შალვა პაპუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ოპოზიციაში არის ერთადერთი - "ნაციონალური მოძრაობის" გზა:

"როგორც ჩანს, გადაჯგუფების მცდელობა კიდევ არის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი არის "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ. იქნებიან პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში თუ იქნებიან იმ ფანჩატურში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავს, ამას დიდი განსხვავება არ აქვს. ჩვენ, ეს კინო 2020 წელს უკვე ვნახეთ. ფანჩატურის პარტიებად ჩამოყალიბდნენ ვითომ დამოუკიდებელი პარტიები და მოქმედებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით, როდესაც გახარიას პარტიამ კოალიციები შეუკრა საკრებულოებში "ნაციონალურ მოძრაობას". ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს, ჩანს და რაც მთავარია ამას ხედავს ქართული საზოგადოება. ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმის, რომ დააბნიონ ამომრჩეველი, თითქოს არის რაღაც მესამე, მეოთხე თუ მეთხუთმეტე გზა, სინამდვილეში ოპოზიციაში არის ერთადერთი გზა - "ნაციონალური მოძრაობის" გზა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პარტიის შექმნა იგეგმება, რომელშიც შესაძლოა გაერთიანდნენ ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური. პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთ სავარაუდო წევრად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელდება, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება. დასახელებული პირების ნაწილი ინფორმაციას ადასტურებს, ნაწილი კი უარყოფს, ნაწილს კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არ სურს.

დღის ამბები