15 ნოემბერი 2024,   16:09
ვრცლად
პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3 პროცენტი მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება.

ცესკოში ამბობენ, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან კომისიას აქვს შესაძლებლობა 2024 წლის არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოცადოს ელექტრონული ტექნოლოგიები.

დღის ამბები